შშმ პირთა მსუბუქი ელექტრო სავარძელ-ეტლი JW Active PLUS +

JW Active PLUS +

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მსუბუქი ელექტრო სავარძელ-ეტლი, აღჭურვილი შშმ პირთა ეტლების ელექტრო აგრეგატით JWX-1 PLUS +

 

 

საცალო - 2300 ლარი

საბითუმო (5+ ელექტრო სკუტერის შემთხვევაში) - 2,100 ლარი

 

 

   

 



ეტლი იმართება მარჯვენა ან მარცხენა ხელით, აქვს დამხმარე კონტროლის ფუნქცია, 22 დუიმიანი ბორბლები და აღჭურვილია Ni-MH აკუმულატორით
JW Active PLUS + - შშმ პირთა მსუბუქი ელექტრო სავარძელ-ეტლი, აღჭურვილია თანამედროვე  სხვადასხვა ელექტრონული და მექანიკური მოწყობილობებითა და ფუნქციებით. მაგალითად, გამაფრთხილებელი ფუნქცია - გადაბრუნების საშიშროების არსებობის შემთხვევაში იძლევა ხმოვან და გამოსახულებით შეტყობინებას


 

 

 

ცვლადი დენის სერვო ძრავი

 

 

 

 

 

 

 

სურათზე მოცემულია უკან გადაბრუნებისგან დამცავი ბერკეტის პოზიციები პასიური და აქტიური მდგომარეობაში

 

 

 


დახრილ ზედაპირზე გაჩერებას უზრუნველყოფს ელექტრომაგნიტური მუხრუჭი


 

 

 

 

 

 

აკუმულატორის დამუხტვა მარტივია და საჭიროა  მხოლოდ საყოფაცხოვრებო დანიშნულების ელექტრო ქსელის სტანდარტული დენცკვიტი

 

 

 

 



მოძრავი კონსოლი - შესაძლებლობას იძლევა მაგიდასთან და ასე შემდეგ მიახლოებისას მართვის ჯოისტიკი დავტოვოთ მუშა მდგომარეობაში და დაზიანების თავიდან აცილების მიზნით კონსოლი მარტივად შევატრიალოთ უსაფრთხო მხარეს

 

 

 

 

 

JW Active PLUS + - შშმ პირთა მსუბუქი ელექტრო სავარძელ-ეტლი, აღჭურვილია YAMAHA-ს შშმ პირების  სავარძელ ეტლებისათვის არსებული სისტემის ელექტრონულად სამართავი «JWX-1 PLUS +» მოდელის მოწყობილობით, „ჯოისტიკით“. რომელიც საშუალებას იძლევა:


- საჭიროების მიხედვით გადართოთ სისტემა ელექტრულ ან მექანიკურ რეჟიმში.
- აკონტროლოთ სიჩქარე, შშმ პირის ფიზიკური შესაძლებლობების შესაბამისად
- შესაძლებელია  მაქსიმალური სიჩქარის დაყენება და აჩქარებისა და შენელების კონტროლი;
- ზომებით და ტრაექტორიით შეზღუდულ გარემოში შესაძლებლობას იძლევა მარტივად აკონტროლოთ სიჩქარე და მოძრაობის მიმართულება;
- მარტივია მანევრირება შესვლისას ან გამოსვლისას, ჯოისტიკის მოძრაობით ადვილად იცვლება მოძრაობის მიმართულება წინ და უკან, მარცხნივ და მარჯვნივ.

შესაძლებელია ხელის საყრდენი სახელურის სიმაღლის რეგულირება

 

 

 

 

 


ეტლის მოხმარების კომფორტულობას უზრუნველყოფს ხელების და ფეხების საყრდენების გადაწევის და მოხსნის  შესაძლებლობა


 

 

 

 

 

 

ხელით მართვიდან ელექტრულ მართვაზე გადართვა ხორციელდება ბერკეტის მეშვეობით


 

 

 

 

 

ეტლს აქვს სპეციალური დასაკეცი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ეტლი იღებს შესანახად და/ან ტრანსპორტირებისათვის მოსახერხებელ კომპაქტურ ზომას და ფორმას

დასაჯდომის სიგანე - 390მმ; 

 

 

 

 

დასაჯდომის სიმაღლე საყრდენი ზედაპირიდან:
- დასაჯდომის წინა მხარეს - 440მმ;
- დასაჯდომის უკანა მხარეს - 410მმ.